პირობების გაცნობის და დათანხმების შემდგომ ავტომატურად გადამისამართებული იქნებით სარეგისტრაციო ფორმაზე
შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა:
1. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ უნდა გქონდეთ ინოვაციური/ტექნოლოგიური სტარტაპის იდეა, რომელიც აშშ ბაზარზეა ორიენტირებული!
2. რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს 17 აგვისტომდე.
3. რეგისტრაციის დასრულებისას შერჩეული იქნება 40 გუნდი 1 თვიანი პრეაქსელერაციის პროგრამისთვის, რომელიც 16 სექტემბერს დაიწყება.
4. 1 თვიანი პრეაქსელერაციის და ამერიკის ბაზარზე იდეის ტესტირების შედეგად UC Berkeley-ის და სილიკონ ველის სპეციალისტების ჩართულობით, შეირჩევა 26 გუნდი მეორე ეტაპისთვის.
5. მეორე ეტაპის ფარგლებში სტარტაპები 2 თვიან აქსელერაციას გაივლიან საერთაშორისო ექსპერტებთან და მიიღებენ 10.000 ლარს პირველადი პროტოტიპის დასამზადებლად, რომელიც დეკემბერში დემო დღეზე უნდა წარადგინონ.
პირობები:
ზოგადი დებულებები
1.1 წინამდებარე „Future Laboratory Venture”-ის (შემდგომში - “FutuLab”) აქსელერაციის პროგრამის წესები და პირობები“ (შემდგომში - „წესები და პირობები“) არეგულირებს სააქსელერაციო პროგრამის (შემდგომში - „აქსელერაციის პროგრამა“/“პროგრამა“) ორგანიზების, ჩატარების წესებს და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. ამასთან, აღნიშნული „წესები და პირობები“ არეგულირებს სს „ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერს“ და „პროგრამაში“ მონაწილეობის მსურველს/დარეგისტრირებულ პირს (შემდგომში - „პროგრამის მონაწილე“/“მონაწილე“) შორის ურთიერთობას.
1.2 „პროგრამის“ მიზანია ქვეყნის მასშტაბით აშშ ბაზრზე ორიენტირებული დაწყებითი სტარტაპების განვითარება, მათში ინვესტირების და აქსელერაციის შეთავზებით, სტარტაპის შესაბამისი წილის სანაცვლოდ.
1.3 პროგრამის ფარგლებში შესაძლოა დაფინანსდეს ნებისმიერი პროექტი, ბიზნეს იდეა, რომლის განხორციელებაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.
1.4 პროექტების შერჩევის პროცესი წარიმართება კონკურსის წესით, წარმოდგენილი განაცხადებიდან საუკეთესო პროექტების შერჩევის გზით. ბიზნეს იდეა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
-
უნდა იყოს ინოვაციური და გულისხმობდეს თანამედროვე ტექნოლოგიების, პროგრამული სისტემების გამოყენებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მიღწევას, ფასის ან დროის შემცირებას, ჰქონდეს ბიზნეს პერსპექტივა;
-
განცხადებელს უნდა გააჩნდეს საკუთარი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ხედვა და მზადყოფნა, ასევე შესაბამისი უნარები, აშშ ბაზარზე პროექტის განსავითარებლად;
-
სტარტაპი არ უნდა იმეორებდეს არსებულ ბიზნესს და უნდა ჭრიდეს პრობლემას ინოვაციური, ან არსებული გადაწყვეტის მკვეთრი გაუმჯობესების გზით, რომელიც მას უპირატესობას მისცემს აშშ-ს ბაზარზე.
1.5. „პროგრამა“/“კონკურსი“ ეფუძნება სამართლიანობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, თავისუფალი და ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებს.
2. ტერმინთა განმარტებაა:
ა) JSC„Future Laboratory Venture”- სს “ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერს” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405696894 )
ბ) „პროგრამის მონაწილე“/„კონკურსის მონაწილე“ -ფიზიკური პირი ან ფიზიკურ პირთა გაერთიანება - „პირთა ჯგუფი“, რომელიც არ არის დასაქმებული სს“ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერში“ ან/და ამავე კომპანიების შვილობილ ან და დაკავშირებულ კომპანიებში და მონაწილეობას იღებს აქსელერაციის პროგრამაში.
გ) „განმცხადებელი“ - სრულწლოვანი ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირდება „სისტემაში“ და ეთანხმება წინამდებარე წესებს და პირობებს. პირთა გაერთიანების შემთხვევაში განმცხადებლად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც პირთა ჯგუფის სახელით წარადგენს სისტემაში განაცხადს და ავსებს თითოეული მონაწილის შესახებ ინფორმაციას.
დ) „პროგრამა“ - სააქსელერაციო პროგრამა, რომელიც შედგება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული ეტაპებისგან და გრძელდება 3 (სამი) თვის განმავლობაში.
ე) „განაცხადი“ – „პროგრამის“ ფარგლებში მონაწილის მიერ ონლაინ შევსებული ფორმა.
ვ) „სისტემა“ – „ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერის“ მიერ ადმინისტრირებული გვერდი www.Dealum.com-ის პლატფორმაზე.
3. სისტემაში რეგისტრაციის პირობები:
3.1. "განმცხადებელი" "სისტემაში" რეგისტრირდება წინამდებარე "წესების და პირობების" შესაბამისად." რეგისტრაციამდე "განმცხადებელი" ვალდებულია გაეცნოს მასში მითითებულ პირობებს. სისტემაში რეგისტრაციისას ფიზიკური პირი ვალდებულია შეავსოს მოთხოვნილი მონაცემები.
3.1.1 იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში რეგისტრაციას ახორციელებს ფიზიკური პირი ფიზიკურ პირთა ჯგუფის სახელით, „განმცხადებელი“ ჯგუფში არსებული ყველა პირის თანხმობით ავსებს სისტემაში მითითებულ მონაცემებს.
3.2 "სისტემაში" რეგისტრაციით „განმცხადებელი“ აცხადებს ნებაყოფლობით თანხმობას წინამდებარე "წესების და პირობების" მოქმედება გავრცელდეს მასზე (პირთა ჯგუფის სახელით განაცხადის ატვირთვის დროს პირთა ჯგუფის სახელით), შესაბამისად, "სისტემაში" რეგისტრაციის შემდეგ "კონკურსის მონაწილე" ავტომატურად ექცევა წინამდებარე "წესებისა და პირობების" მოქმედების ფარგლებში.
3.3 რეგისტრაციის დასრულების ღილაკზე ხელის დაჭერით დასტურდება, რომ „კონკურსის მონაწილე“ გაეცნო და დაეთანხმა წინამდებარე "წესებს და პირობებს" და წარმოეშვა მასში გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.
3.4 "სისტემაში" რეგისტრაციის გზით „განმცხადებელს“ ენიჭება უფლება გაიაროს ავტორიზაცია სისტემაში. ავტორიზებული „კონკურსის მონაწილე“ უფლებამოსილია „კონკურსში“ მონაწილეობის მიღების მიზნით განათავსოს განაცხადი სისტემაში.
4. სტარტაპ აქსელერაციის კონკურსის ეტაპები:
4.1 სტარტაპ აქსელერაციის კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) კონკურსის გამოცხადება;
ბ) განაცხადების მიღება 1 ივლისამდე;
გ) განაცხადების განხილვა 2 კვირა;
დ)პრეაქსელერაცია 40 გუნდისათვის, რომელიც დაიწყება 16 სექტემბერს და გაგრძელდება 1 თვე;
ე) სტარტაპების შერჩევა აქსელერაციისათვის;
ვ) აქსელერაცია 26 გუნდისათვის 2 თვის განმავლობაში (ოქტომბერი, ნოემბერი);
ზ) დემო დღე (დეკემბერი);
4.2 კონკურსის გამოცხადება განხორციელდება „ვებ.გვერდზე“ ინფორმაციის განთავსებით, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ატვირთონ სისტემაში განაცხადი იმ ვადაში, რაც განსაზღვრული იქნება კონკურსის გამოცხადების დროს ინფორმაციის განთავსებისას;
4.3 განაცხადების განხილვა მიზნად ისახავს თითოეული მიღებული განაცხადის ინოვაციურობისა და პერსპექტიულობის შეფასებას. განაცხადების განხილვას და შეფასებას უზრუნველყოფს „ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერის“ საკონკურსო კომისია.
4.4 განაცხადების განხილვის შემდგომ „ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად არაუმეტეს 40 განაცხადი გადაყვანილი იქნება პრეაქსელერაციის ეტაპზე;
4.5 პრე-აქსელერაციის ეტაპი მიზნად ისახავს და მოიცავს შემდეგს:
-
სტარტაპ იდეის საბაზრო პოტენციალის დადგენას;
-
გუნდის ეფექტურობის შემოწმებას;
-
სატესტო ვერსიაზე მუშაობის დასაწყებად იდეის დახვეწას.
5. მხარეთა უფლება-მოვალეობები:
5.1 სს „ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერს" უფლებამოსილია:
5.1.1 შეცვალოს წინამდებარე" "წესები და პირობები" ნებისმიერ დროს და განათავსოს "სისტემაში". ამასთან, აღნიშნული ცვლილებების შესახებ "კომპანია" უფლებამოსილია "კონკურსის მონაწილეს", დამატებით გაუგზავნოს შეტყობინება მის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე.
5.1.2 შეწყვიტოს "კონკურსის მონაწილის" "სისტემასთან" წვდომა ნებისმიერ დროს ტექნიკური პრობლემის, შეცდომის, უზუსტობის, ავტორიზებული "კონკურსის მონაწილის" მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზის გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს "სისტემას" ან თავად "კომპანიას".
5.1.3 იმ შემთხვევაში, თუ "კომპანიისთვის" ცნობილი გახდება, რომ "კონკურსის მონაწილის" მიერ რეგისტრაციის დროს გამოყენებულ იქნა სხვა პირის მონაცემები ან თუ "კონკურსის მონაწილის" მხრიდან განხორციელდება წინამდებარე "წესებით და პირობებით" გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა, "კომპანია" უფლებამოსილია განახორციელოს "კონკურსის მონაწილის" დაბლოკვა და შეუზღუდოს "კონკურსის მონაწილეს" (იმავე მონაცემების მქონე პირს) ხელახალი რეგისტრაციის უფლება.
5.1.4. „სს „ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერს“ აქვს უფლება უარი უთხრას „კონკურსის მონაწილეს“ განაცხადის განთავსებაზე ან/და ამოიღოს სისტემიდან უკვე განთავსებული განაცხადები საკუთარი შეხედულებისამებრ, თუ აღნიშნული ეწინააღმდეგება კომპანიის მიერ განსაზღვრულ კონკურსის პირობებს. ასეთ შემთხვევაში, კომპანია არ არის ვალდებული შეატყობინოს ავტორს განაცხადის განთავსებაზე უარის ან/და მისი სისტემიდან ამოღების მიზეზი.
5.1.5 წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები მონაწილის ან ნებისმიერი სხვა პირის დამატებითი თანხმობის გარეშე გადასცეს სხვა პირს მისი შეხედულებისამებრ.
5.1.6 სს „ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერს” პრე-აქსელერაციის და აქსელერაციის პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში, თითოეულ გუნდში ახორციელებს მატერიალურ და არამატერიალურ ინვესტიციას:
ა) პრე-აქსელერაციის და აქსელერაციის ფარგლებში ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 24.000 აშშ დოლარს საიდანაც, სტარტაპი მიიღებს 10.000 ლარის ნაღდი ფულს საერთო ჯამში სტარტაპში 6% წილის დათმობის სანაცვლოდ.
ბ) პრე-აქსელერაციის გავლის შემდგომ და აქსელერაციის პროგრამაში არ მოხვედრის შემთხვევაში, სტარტაპს უფლება ექნება დაესწყოს ყველა ონ-ლაინ ლექციას და ონ-ლაინ მენტორულ სესიას, წვდომა ექნება სს „ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერს”-ის პარტნიორულ ვენჩურულ ფონდებთან სტარტაპში 4% წილის დათმობის სანაცვლოდ ( პროექტი ვერ გავა დემო-დღეზე თუმცა მიიღებს ფიუჩერლაბის სხვა რეგიონალურ ღონისძიებებზე).
5.2 „განმცხადებელი“/"კონკურსის მონაწილე" ვალდებულია:
5.2.1 "სისტემაში" რეგისტრაციის დროს მიუთითოს რეალური, სრულყოფილი, ზუსტი და მხოლოდ მის შესახებ არსებული მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სისტემაში ტვირთავს ბიზნეს იდეას პირთა ჯგუფის სახელით და ავსებს თითოეული მონაწილის მონაცემებს, ვალდებულია მონაცემების ატვირთვამდე მოიპოვოს შესაბამისი ინფორმირებული თანხმობა თითოეული პირისგან. აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში თავად აგებს პასუხს"კომპანიის" და მესამე პირების წინაშე.
5.2.2 დაიცვას წინამდებარე "წესები და პირობები".
5.2.3 სრულად აგოს პასუხი მის მიერ საიტზე განთავსებულ განაცხადთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე.
5.2.4 „კონკურსის მონაწილე“ ვალდებულია შეატყობინოს „კომპანიას“, თუკი განაცხადის განთავსებასთან დაკავშირებით „კომპანიის“ ან მესამე პირთა ქმედებებით დაირღვევა მისი უფლებები და ინტერესები.
5.2.5 თითოეული მონაწილე ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს პრეაქსელერაციისა და აქსელერაციის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების 30%-ზე მეტის გაცდენის შემთხვევაში კონკურის მონაწილე არ დაიშვება დემო დღეზე და მასზე გავრცელდება 5.2.9 მუხლით დადგენლი პირობები.
5.2.6 „კონკურსის მონაწილე“ ვალდებულია წარადგინოს ყოველკვირეული შედეგების შეჯამება სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. საბჭო შედგება აქსელერაციის პროგრამის მენეჯმენტისა და მოწვეული ექსპერტებისაგან.
5.2.7 განაცხადის ავტორი ფიზიკური პირი ან ფიზიკურ პირთა ჯგუფი ვალდებულია აქსელერაციის ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში დააფუძნოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება საქართველოში ან სააქციო საზოგადოება, ხოლო დემო დღეზე შემდგომი ინვესტირებისათვის დააფუძნოს (C-corp).
5.2.8 აქსელერაციის ეტაპზე გადასვლის შემთხვევაში იმ ბიზნეს იდეის ავტორები, რომლებიც წარმოადგენენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებს, ვალდებულნი არიან, „ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერთან“ გააფორმონ წილის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება წილობრივი გადანაწილების მიხედვით სააქსელერაციო პროგრამის დაწყებამდე.
5.2.9 იმ შემთხვევაში, თუ მონაწილის შერჩევა განხორციელდება აქსელერაციის ეტაპზე გადასაყვანად და ის მიიღებს დაფინანსებას 10 000 ლარის ოდენობით, მაგრამ უარს განაცხადებს აქსელერაციის გაგრძელებაზე, არ იქნება ჩართული აქსელერაციის ეტაპზე და არ წარადგენს საბოლოო პრეზენტაციას დემო დღეზე, განაცხადის ავტორი ვალდებული იქნება აუნაზღაუროს „ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერს“ აქსელერაციის პროგრამისა და ინვესტიციის სრული მოცულობა 24000$.
5.2.10 აქსელერაციის ეტაპზე არ შერჩევის შემთხვევაში პრე-აქსელერაციის ეტაპზე დათმობილი 4%-იანი წილი შეუნარჩუნოს კომპანიას.
5.2.11 პრე-აქსელერაციის გავლის შემდგომ მონაწილეებს, რომლებიც არ იქნებიან შერჩეული აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობისათის ექნებათ წვდომა ლექციებსა და მასალებზე, თუმცა შეეზღუდებათ დემო დღეზე დასწრებისა და ბორდის შეხვედრების შესაძლებლობა.
6. "კონკურსის მონაწილის" პერსონალური მონაცემების დამუშავება/დაცვა:
6.1 წინამდებარე ურთიერთობის მიზნებისთვის „ფიუჩერ ლაბორატორი ვენჩერს“ წარმოადგენს „მონაწილეთა“ პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელ პირს და ის უზრუნველყოფს მათი კომპეტენციის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე "კონკურსის მონაწილის" პერსონალური მონაცემების დაცვას.
6.2 „კონკურსის მონაწილე“ "სისტემაში" რეგისტრაციით თანხმობას აცხადებს, „კომპანიამ“ უზრუნველყოს რეგისტრაციის პროცესში "კონკურსის მონაწილის" მონაცემების (სახელი გვარი,ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) მიღება, შენახვა და დამუშავება. აღნიშნული თანხმობა გაცემულად ითვლება „კონკურსის მონაწილის" მიერ "სისტემაში" რეგისტრაციის პროცესის დასრულებისას.
7. დასკვნითი დებულებები:
7.1 წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.
7.2 ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ საქართველოში მოქმედ სასამართლოს.
7.3. „კონკურსის მონაწილე“ თავად არის პასუხისმგებელი განაცხადის შინაარსზე, შესაბამისად, კომპანიას არ ეკისრება პასუხისმგებლობა განაცხადების შინაარსსა და კანონმდებლობასთან მათ შეუსაბამობაზე, საავტორო უფლებების დარღვევაზე, სასაქონლო ნიშნების, ფირმების დასახელებებისა და მათი ლოგოტიპების არასანქცირებულ გამოყენებაზე, აგრეთვე, სისტემაში განაცხადის განთავსებასთან დაკავშირებით მესამე პირთა უფლებების შესაძლო დარღვევაზე.
Upon reading and agreeing to the terms, you will be automatically redirected to the registration form.
Fill out the registration form:
-
Note that you must have an innovative/technological startup idea focused on the US market!
-
The registration process is ongoing until August 17th.
-
At the end of the registration, 40 teams will be selected for the 1-month pre-acceleration program, which will start on September 16.
-
As a result of the 1-month pre-acceleration and testing of the idea on the American market with the involvement of UC Berkeley and Silicon Valley specialists, 26 teams will be selected for the second stage.
-
During the second stage, the startups will undergo a 2-month acceleration with international experts and will receive 10,000 GEL for the production of the initial prototype, which should be presented at the demo day in December.
Terms:
General Provisions:
1.1 These "Future Laboratory Venture" Startup Acceleration Program Rules and Terms (hereinafter referred to as "Rules and Terms") regulate the organization, conduct, and other related aspects of the acceleration program (hereinafter referred to as "Acceleration Program" or "Program"). These "Rules and Terms" also regulate the relationship between JSC "Future Laboratory Ventures" and the applicant/registered person participating in the "Program" (hereinafter referred to as "Program Participant" or "Participant").
1.2 The goal of the "Program" is to develop early-stage startups across the country that are focused on the US market by offering investment and acceleration in exchange for a corresponding equity share in the startup.
1.3 Any project or business idea that is not prohibited by Georgia law may be funded within the framework of the program.
1.4 The project selection process is conducted on a competitive basis, selecting the best projects from the submitted applications. The business idea must meet the following conditions:
-
It must be innovative and aim to achieve significant improvements using modern technologies, software systems, reduce costs or time, and have business potential;
-
The applicant must have the necessary vision, readiness, and skills to develop the project in the US market;
-
The startup should not duplicate existing businesses and should solve a problem innovatively or through significant improvement of existing solutions, giving it an advantage in the US market.
1.5 The "Program"/"Competition" is based on the principles of fairness, transparency, non-discrimination, objectivity, impartiality, free, and healthy competition.
2.Definitions of Terms:
a) JSC "Future Laboratory Venture" – JSC "Future Laboratory Ventures" (Identification Number: 405696894)
b) "Program Participant"/"Competition Participant" – a physical person or group of physical persons who are not employed by JSC "Future Laboratory Ventures" or its subsidiaries and are participating in the acceleration program.
c) "Applicant" – an adult physical person who registers in the "System" and agrees to these terms. In the case of a group of persons, the applicant is the physical person who submits the application on behalf of the group and fills out the information for each participant.
d) "Program" – the acceleration program consisting of stages defined by this document and lasting for 3 (three) months.
e) "Application" – the online form filled out by the participant within the "Program."
f) "System" – the platform administered by "Future Laboratory Ventures" on www.Dealum.com.
3.Registration Conditions in the System:
3.1 The "Applicant" registers in the "System" in accordance with these "Rules and Terms." Before registration, the "Applicant" must familiarize themselves with the terms. During registration in the system, the physical person is obliged to fill in the requested data.
3.1.1 If the registration in the system is carried out by a physical person on behalf of a group of persons, the "Applicant" fills in the data indicated in the system with the consent of all persons in the group.
3.2 By registering in the "System," the "Applicant" voluntarily agrees to the operation of these "Rules and Terms" on them (when uploading an application on behalf of a group of persons, on behalf of the group). Accordingly, after registration in the "System," the "Competition Participant" automatically falls under the scope of these "Rules and Terms."
3.3 By clicking the "Finish Registration" button, the "Competition Participant" confirms that they have read and agreed to these "Rules and Terms" and that the rights and obligations stipulated therein have arisen.
3.4 Through registration in the "System," the "Applicant" is granted the right to authorize in the system. The authorized "Competition Participant" is entitled to upload an application in the system for participation in the "Competition."
4.Stages of the Startup Acceleration Competition:
4.1 The startup acceleration competition includes the following stages:
a) Announcement of the competition;
b) Acceptance of applications until July 1;
c) Review of applications (2 weeks);
d) Pre-acceleration for 40 teams, starting on September 16 and lasting 1 month;
e) Selection of startups for acceleration;
f) Acceleration for 26 teams for 2 months (October, November);
g) Demo Day (December).
4.2 The announcement of the competition will be made by posting information on the website, where participants will have the opportunity to upload their applications within the timeframe defined at the time of the announcement.
4.3 The review of applications aims to assess the innovativeness and potential of each received application. The review and evaluation of applications will be carried out by the "Future Laboratory Ventures" competition commission.
4.4 Following the review of applications, up to 40 applications will be selected by "Future Laboratory Ventures" to move to the pre-acceleration stage.
4.5 The pre-acceleration stage aims to:
-
Determine the market potential of the startup idea;
-
Check the efficiency of the team;
-
Refine the idea to start working on the prototype.
5.Rights and Obligations of the Parties:
5.1 JSC "Future Laboratory Ventures" is authorized to:
5.1.1 Change these "Rules and Terms" at any time and post them in the "System." Additionally, the company is authorized to notify the "Competition Participant" of the changes to these "Rules and Terms" via the contact phone number provided during registration.
5.1.2 Terminate the "Competition Participant's" access to the "System" at any time due to technical issues, errors, inaccuracies, illegal actions by the authorized "Competition Participant," or other reasons that may harm the "System" or the company itself.
5.1.3 If the company becomes aware that the "Competition Participant" used someone else's data during registration or violates the obligations set out in these "Rules and Terms," the company is authorized to block the "Competition Participant" and restrict their right to re-register with the same data.
5.1.4 Refuse the "Competition Participant" from placing an application or remove an already placed application from the system at its discretion if it contradicts the company's defined competition conditions. In such cases, the company is not obliged to inform the author of the refusal or removal reason.
5.1.5 Transfer the rights and obligations under these "Rules and Terms" to another person without additional consent from the participant or any other person at its discretion.
5.1.6 In case of selection in the pre-acceleration and acceleration program, make material and non-material investments in each team. The investment volume during pre-acceleration and acceleration is 24,000 USD, from which the startup will receive 10,000 GEL in cash in exchange for a 6% equity share.
5.1.7 After passing pre-acceleration, if not selected for the acceleration program, the startup will have access to all online lectures and mentoring sessions and access to "Future Laboratory Ventures'" partner venture funds in exchange for a 4% equity share (the project will not be presented at Demo Day but will participate in other regional events of Future Lab).
5.2.The "Applicant"/"Competition Participant" is obliged to:
5.2.1 Provide real, complete, accurate, and only personal data during registration in the "System." If the applicant uploads a business idea on behalf of a group of persons and fills in each participant's data, they must obtain the appropriate informed consent from each person before uploading the data. In case of violation of this obligation, the applicant is responsible to the company and third parties.
5.2.2 Comply with these "Rules and Terms."
5.2.3 Fully comply with the requirements established by Georgian law regarding the application they place on the site.
5.2.4 Notify the company if their rights and interests are violated by the company's or third parties' actions concerning the placement of the application.
5.2.5 Each participant is obliged to attend all events planned within the pre-acceleration and acceleration stages. If the participant misses more than 30% of the scheduled meetings within the program, they will not be allowed to attend Demo Day and will be subject to the terms set out in clause 5.2.9.
5.2.6 The "Competition Participant" must present weekly summary results to the supervisory board, which consists of the management of the acceleration program and invited experts.
5.2.7 The author of the application, whether a physical person or a group of persons, is obliged to establish a limited liability company in Georgia or a joint-stock company if they advance to the acceleration stage, and establish a C-corp for further investment after Demo Day.
5.2.8 Upon advancing to the acceleration stage, the business idea authors, who represent partners of the limited liability company, are obliged to sign a pre-sale agreement with "Future Laboratory Ventures" before the start of the acceleration program.
5.2.9 If the participant is selected for the acceleration stage, receives funding of 10,000 GEL, but refuses to continue the acceleration, does not participate in the acceleration stage, and does not present the final presentation on Demo Day, the author of the application is obliged to reimburse "Future Laboratory Ventures" for the full amount of the acceleration program and investment of 24,000 USD.
5.2.10 If not selected for the acceleration stage, retain the 4% equity share relinquished during the pre-acceleration stage.
5.2.11 After completing the pre-acceleration, participants who are not selected for the acceleration program will have access to lectures and materials, but they will be restricted from attending Demo Day and board meetings.
6.Processing/Protection of "Competition Participant's" Personal Data:
6.1 For the purposes of this relationship, "Future Laboratory Ventures" is the processor of the participants' personal data and ensures their protection within their competence and based on the applicable legislation.
6.2 By registering in the "System," the "Competition Participant" consents to the company's receipt, storage, and processing of their data (name, surname, phone number, email address) during the registration process. This consent is considered given by the "Competition Participant" upon the completion of the registration process in the "System."
7.Final Provisions:
7.1 The relationships governed by these rules and terms are subject to Georgian law.
7.2 Any disputes that may arise between the parties shall be resolved through negotiation. If unresolved, the parties shall appeal to the court operating in Georgia.
7.3 The "Competition Participant" is solely responsible for the content of their application. Accordingly, the company is not liable for the content of the applications, their compliance with the law, copyright infringements, unauthorized use of trademarks, company names, and their logos, or possible violations of third-party rights concerning the placement of the application in the system.